ჩვენს შესახებ

ჩვენი გუნდი აერთიანებს სადაზღვევო ინდუსტრიისა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილ, კვალიფიციურ პროფესიონალებს, რომლებიც გთავაზობენ მაღალი ხარისხის მომსახურებას როგორც საცალო, ისე კორპორაციული მიმართულებით. მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და დარგის ღრმა ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას, უზრუნველვყოთ სპეციალიზებული და ეფექტური სადაზღვევო გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. 

მისია – ჩვენი მისიაა, გავამარტივოთ დაზღვევის პროცესი და ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს შევთავაზოთ მიზნობრივი სადაზღვევო დაფარვები, რომლებიც სრულად პასუხობენ მათ საჭიროებებს და უზრუნველყოფენ ფინანსურ დაცულობას, სტაბილურობასა და სიმშვიდეს აწმყოსა და მომავალში.

ღირებულებები – ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება სამართლიანობის პრინციპებს, რათა თითოეული პარტნიორისა და კლიენტის ინტერესი იყოს დაცული. ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია სანდო და მდგრადი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია ნდობაზე და გამჭვირვალობაზე.

მდგრადი კორპორაციული განვითარება და ეკოინოვაციები:

ჩვენთვის პრიორიტეტია გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პრინციპების დანერგვა, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და კორპორაციული პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა (AML)

ბიენსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას. ჩვენ ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით, უზრუნველვყოფთ სანდო პარტნიორობას და ვახორციელებთ ეფექტურ შიდა კონტროლის მექანიზმებს რისკების თავიდან აცილებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

 

Our Team

Hello Everyone Meet Here!

Michael Gordon

Chief Principal Officer

Team Image

Michel Smith

People and Culture