სერვისები მომხმარებლისთვის
ფიზიკური და კორპორაციული მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და მათზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შერჩევა.
დაზღვევის მოლაპარაკებების წარმართვა მზღვეველთან და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება კლიენტის ინტერესების შესაბამისად.
ბენჩმარკინგი, კონსულტაცია და ანალიტიკა — რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად.
სადაზღვევო რისკების შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში
პირდაპირი კომუნიკაცია
პერსონალურ მენეჯერთან.
სადაზღვევო კომპანიებთან კოორდინაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების ფარგლებში.
სადაზღვევო შემთხვევის
დროულად რეგულირებაში ჩართულობა.
ინფორმირება საბაზრო და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს დაზღვევაზე.
სადაზღვევო კომპანიებისთვის
მზღვეველისთვის წარსადგენად სრულყოფილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის მომზადება.
ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება და მზღვეველისთვის მიწოდება სადაზღვევო რისკების შეფასებისთვის.
ზარალის დარეგულირების პროცესში აქტიური კოორდინაცია და საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაში მხარდაჭერა.
დამატებითი ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა მზღვეველის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.